Sunday, September 25, 2016

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების დიფერენცირებაზე სხვადასხვა საჭიროების ბავშვებისათვის. ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მივხვდი, როგორ გადავანაწილო დავალებები.
ასევე ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობისას დამხმარე რესურსებზე, გრაფიკულ მაორგანიზებლებზე. გავაკეთე სხივური და ვენის დიაგრამის გამოყენებით შედარებითი ესეს შექმნის ნიმუში. ვფიქრობ საინტერესო გამოვა.
დეტალურად გადავავლეთ თვალი პორტფოლიოს, აღვნიშნეთ რისი დამატებაა საჭირო და რა არის კარგად შესრულებული.
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგებზე პროექტების პრეზენტაციები.

No comments:

Post a Comment