Tuesday, September 6, 2016

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

პირველ დღეს მართალია არ წარგვიდგენია საკუთარი თავი ტრენინგის მონაწილეებისათვის, მაგრამ უმრავლესობას უკვე ვიცნობდი სხვადსხვა ტრენინგებიდან. გავეცანით ტრენინგის მიზნებსა და შინაარსს. დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრების განრიგი.
ერთმანეთს გავაცანით ჩვენ მიერ უკვე განხორციელებული პროექტები. მოვისმინე ფრიად საინტერესო პროექტების აღწერა.
გავეცანით ტრენინგის სახელმძღვანელოს, მის შინაარსსა და შესაძლებლობებს. შევქმენით პორტფოლიო, სადაც ეტაპობრივად განვათავსებთ საჭირო რესურსებს.

ინტელის ტრენინგის მეორე დღე


ტრენინგის მონაწილეებმა გაგვაცნეს განსახორციელებლად მომზადებული პროექტების შინაარსი. მოვისმინეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტის ბროშურის მომზადებისას, ვნახეთ სახელმძღვანელოში შაბლონები და დავიწყეთ მუშაობა.
შევქმენით ბლოგი ტრენინგისთვის და დავიწყე რეფლექსიების წერა. 
სიამოვნებით ველოდები კოლეგების მიერ შექმნილი ბუკლეტების ნახვას.

1 comment:

  1. ლელა მასწავლებელო ძალიან საინტერესო პრეზენტაციაა,ვიმედოვნებ,რომ წარმატებით განახორციელებთ თქვენს მიერ დაგეგმილ პრეზენტაციას ,იქნება მრავალფეროვანი და მოსწავლეებისათვის საინტერესო.

    ReplyDelete