ლელა მძელური ინტელის სასწავლო კურსი "პროექტებით სწავლება"
Monday, October 10, 2016
Sunday, September 25, 2016
ინტელის ტრენინგის მერვე დღე
დღეს ვისაუბრეთ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების დიფერენცირებაზე სხვადასხვა საჭიროების ბავშვებისათვის. ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მივხვდი, როგორ გადავანაწილო დავალებები.
ასევე ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობისას დამხმარე რესურსებზე, გრაფიკულ მაორგანიზებლებზე. გავაკეთე სხივური და ვენის დიაგრამის გამოყენებით შედარებითი ესეს შექმნის ნიმუში. ვფიქრობ საინტერესო გამოვა.
დეტალურად გადავავლეთ თვალი პორტფოლიოს, აღვნიშნეთ რისი დამატებაა საჭირო და რა არის კარგად შესრულებული.
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგებზე პროექტების პრეზენტაციები.

Saturday, September 24, 2016
Wednesday, September 14, 2016
ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს დაწვრილებით ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობის პროცედურებზე, მოსწავლისათვის მისაცემ დავალებებზე. მე თვითონ შევასრულე ის დავალება, რომელიც განკუთვნილია მოსწავლისათვის. დავფიქრდი, რა იქნება მათთვის რთული შესასრულებლად და რა მარტივი. მივხვდი, რომ არ არის სასურველი დიდი მოცულობის ისეთი დავალების მიცემა, რომლის შესრულებაც გაუჭირდებათ მოსწავლეებს.
Monday, September 12, 2016
ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს შევქმენით პროექტის პროზენტაცია, გამოვიყენეთ სახელმძღვანელოში მოცემული შაბლონები. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ. ზუსტად განვიხილეთ რა შემთხვევაში დაგვადანაშაულებენ პლაგიატობაში და რა შემთხვევაში - არა. მართალია ჩემთვის ცნობილი იყო საავტორო უფლებების შესახებ, მაგრამ უფრო დეტალურად გავიგე, რა ინფორმაციის და როგორი სახით მაქვს გამოყენების უფლება, ასევე, როგორ მივუთითო ავტორები.
Friday, September 9, 2016
ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს დეტალურად განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობის პროცესში საჭირო პროცედურები, ეტაპები, შეფასების მეთოდები, პროდუქტები, რაც შეიძლება შექმნან მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჯგუფებში დავალებების გადანაწილებაზე დაფიქრება, ასევე უფრო კარგად გავიაზრე მონიტორინგის მნიშვნელობა, თუ როგორ შეიძლება შედგეს კონფერენცია, სადაც ბავშვები წარმოადგენენ არსებულ ნამუშევრებს და მიიღებენ განმავითარებელ შეფასებებს, რჩევებს.
Tuesday, September 6, 2016
ინტელის ტრენინგის პირველი დღე
პირველ დღეს მართალია არ წარგვიდგენია საკუთარი თავი ტრენინგის მონაწილეებისათვის, მაგრამ უმრავლესობას უკვე ვიცნობდი სხვადსხვა ტრენინგებიდან. გავეცანით ტრენინგის მიზნებსა და შინაარსს. დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრების განრიგი.
ერთმანეთს გავაცანით ჩვენ მიერ უკვე განხორციელებული პროექტები. მოვისმინე ფრიად საინტერესო პროექტების აღწერა.
გავეცანით ტრენინგის სახელმძღვანელოს, მის შინაარსსა და შესაძლებლობებს. შევქმენით პორტფოლიო, სადაც ეტაპობრივად განვათავსებთ საჭირო რესურსებს.
ინტელის ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მონაწილეებმა გაგვაცნეს განსახორციელებლად მომზადებული პროექტების შინაარსი. მოვისმინეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტის ბროშურის მომზადებისას, ვნახეთ სახელმძღვანელოში შაბლონები და დავიწყეთ მუშაობა.
შევქმენით ბლოგი ტრენინგისთვის და დავიწყე რეფლექსიების წერა.
სიამოვნებით ველოდები კოლეგების მიერ შექმნილი ბუკლეტების ნახვას.
Subscribe to:
Posts (Atom)